1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ცოლთან შელაპარაკების ნიადაგზე ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

ზუგდიდში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც ირკვევა 30 წლამდე მამაკაცს უთანხმოება მეუღლესთან მოუვიდა, რის შემდეგაც სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, ჭრილობების შედეგად კი გარდაიცვალა.

 მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "პირველადი ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი მეუღლეებს შორის მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა მუცლის არეში თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა. დაზიანებების ხარისხზე დანიშნულია ექსპერტიზა. ამ დროისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს", - აცხადებენ შსს-ში. აღსანიშნავია, რომ ოჯახი მომხდარში რძალს ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს. გამომძიებლებმა ახალგაზრდა ქალი უკვე დაკითხეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები