0 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: ტყიბულში სიმამრმა სიძე მოკლა

ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში სიმამრმა სიძე მოკლა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 35 წლის, მკვლელობაში ბრალდებული კი 53 წლის მამაკაცია.
 არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მოკლული რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 


"მოკლული რამდეჯერმე იყო ნასამართლევი. ცოლთან სულ პრობლემები ჰქონდა – ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ. ერთი თვის წინაც დასცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, აყენებდა მას და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღეს დილითაც დანით მივიდა მათ ოჯახში, ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. ამაში ჩაერია მისი სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა. ის სახლიდან რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა", - ყვებიან თვითმხილველები.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები