0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამ მეთოდის საშუალებით თქვენ შესაძლოა სიმელოტე დაამარცხოთ

  კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა, თმის ზრდის გააქტიურების საშულებას მიაგნეს. ისინი გვთავაზობენ თმის ფოლიკულაში არსებული "მიძინებული" ენზიმების აქტივობის დამუხრუჭებას, რაც თმის ზრდის მაჩვენებლის აღდგენის საშუალებას იძლევა. ექსპერიმენტები, იანუს-კინაზის აქტივობის დამამუხრუჭებელი პრეპარატებით ჩატარდა ადამიანისა და თაგვის თმის ფოლიკულებზე. აღმოჩნდა, რომ პრეპარატების უშუალოდ, კანზე წასმისას, აღინიშნებოდა 

თმის აქტიური და სწრაფი ზრდა. მეცნიერების აზით, მსგავსი საშუალებები შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სახის, მათ შორის "მამაკაცური ტიპის" გამელოტების დროს. მაგალითისთვის, აშშ-ში იანუს-კინაზის ინჰიბიტორების გამოყენება დაშვებულია ადამიანებზეც. ნათელი მაგალითია - რუქსოლიტინიბი (სისხლის დაავადების სამკურნალო საშუალება) და ტოფაციტინიბი (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალება). ორივე ეს პრეპარატი შეამოწმეს, როგორც აუტოიმუნური დაავადებების - ფსორიაზისა და ალოპეციის სამკურნალო საშუალება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები