1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაგდა პაპიძემ სასამართლოს მკვლელობის ღამის შესახებ ჩვენება მისცა- დაიკითხა ბრალდებულის მეგობარი მამაკაციც

ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მეუღლისა და შვილიის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს. ამის შესახებ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა, სადაც მოსამართლემ პაპიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისი ოჯახის წევრებმა და მეგობარმა მამაკაცმა მისცა, რომელიც მისი მეზობელია. 

თავად პაპიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე და შვილი სახლიდან ღამის 11 საათზე გავიდნენ და შინ დაბრუნება დააგვიანდათ. მისივე თქმით, ის შეეცადა, მეუღლეს ტელეფონზე რამდენჯერმე დაკავშირებოდა. თუმცა, ამბობს, რომ მის ქმარს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბრალდებულის მტკიცებით, მას ჩაეძინა და ღამის 3 საათზე გამოღვიძებული სახლიდან ოჯახის წევრების საძებნელად წავიდა. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას კართან მოკლული მეუღლე ნახა, შვილი კი გაგუდული დახვდა.

ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლესთან ცუდ ურთიერთობასაც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა.
მაგდა პაპიძის მტკიცებით, მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

დაკავებულს ბრალდებები აქვს პოლიციის მიმართაც. მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელები მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვი გაგუდულია.http://rustavi2.com/ka/news/34923

კომენტარები

მსგავსი სიახლეები