0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

NDI: "გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი აპრილში 37% იყო.

31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება. მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულება სწორია.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მოსახლეობას აზრის გამოთქმა მოუწია, არის, ეთანხმებიან თუ არა იმას, რომ აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

ამ შეკითხვაზე გამოკითხულდა 56%-მა დადებითად უპასუხა. ხოლო 19% არ ეთანხმება იმას, რომ ასეთი ურთიერთობა სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

რაც შეეხება მოსაზრებას - "აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობაზე უარის თქმა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის" - კვლევაში მონაწილეთა 17% ეთანხმება, 18% არც "ეთანხმება", არც "არ ეთანხმება", 47% არ ეთანხმება, ხოლო 16%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. 58% კი მიიჩნებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.
8% მომხრეა ქვეყანა არცერთი ორგანიზაციის წევრი არ იყოს.

გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

კვლევის მიხედვით იკვეთება ტენდენცია, რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს შორის ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კვლევა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 1800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები