1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს

დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტარი ლევან თარხნიშვილი ავრცელებს.
„გუშინ ღამით დედოფლისწყაროში პარტიის ოფისი, რომელშიც დეპუტატ ზაზა კედელაშვილის მაჟორიტარული ბიუროცაა განთავსებული, ცეცხსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. თამაზაშვილი, ღარიბაშვილი რა ვერ გაიგეთ ვერ შეგვაშინებთ და ვერც პროვოკაციაზე წამოგვიკიდებთ. ამით მხოლოდ თქვენ უუნარობას, სიმხდალეს, არაადექვატურობას უსვამთ ხაზს და აგონიაში ყოფნას აღიარებთ. ისე ნუ გეშინიათ ეს აგონიაც მალე დამთავრდება და თქვენ უბრალოდ ისტორიის შეუმდგარ ფურცელად დარჩებით, აი ისეთად როგორი შეუმდგარი მმართველები, პოლიტიკოსები და კაცებიც ხართ.“ - წერს თარხნიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები