2 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჯენერიკ მედიკამენტებით მკურნალობა ეფექტური და გაცილებით იაფია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუხუმი ჭანტურიამ.

 

მედიკოსის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები  მისასალმებელია. ამასთან, ჭანტურიამ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზეც და აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა, ძალიან გააადვილებს იმ დაავადებების მართვას, რომლებსაც  სტაციონალური მკურნალობა აუცილებელი არ არის.

 

"ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან კარგია, რომელიც დადებითად აისახებს  პაციენტის მდგომარეობაზე. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა,  გააადვილებს იმ დაავადებების მართვას, რომლებსაც არ სჭირდება სტაციონალური მკურნალობა. აღნიშნული რეფორმა ხაზს უსვამს იმას, რომ ერთ კონკრეტულ სპეციალისტთან შესაძლებელია რამდენიმე დაავადების მართვა და არაა საჭირო ყოველთვის  ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება. ოჯახის ექიმმა თვითონ იცის, როდის უნდა მოახდინოს პაციენტის მკურნალობა საკუთარი სახსრებით და როდის გადაამისამართოს ისინი ვიწრო სპეციალისტთან. როგორც ირკვევა ეს რგოლი ერთგვარი მენეჯერის ფუნქციასაც ითავსებს.“

 

ჭანტურია ამავე დროს აღნიშნავს, რომ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია მედპერსონალის პროფესიული განვითარება; „მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების დატრენინგება და არა მარტო ოჯახის ექიმების. ზოგადად, ნებისმიერ სპეციალისტს სჭირდება უწყვეტი განათლება და განვითარება, ეს სრულიად ბუნებრივია.

დღესდღეობით, საქართველოში არსებული ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის დონე ნამდვილად არ ჩამოუვარდება სხვა, ნებისმიერი სპეციალისტის კვალიფიკაციის დონეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ექიმისთვის საჭიროა მიიღოს უწყვეტი განათლება და გაეცნოს მედიცინაში დანერგილ სიახლეებს’’.

 

ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ჯამრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერი მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა: "რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ქირურგიული ჩარევების ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსება. რაც მთავარია, აღნიშნულმა რეფორმამ მოიცვა ფართო მასები. ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისთვის ნამდვილად ძალიან დიდი შვება იყო საყოველთაო პროგრამა. ჯამრთელობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს გააჩნია. ასე, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა’’.

 

ექიმმა მედიკამენტებზე მომატებულ ფასებზეც გაამახვილა ყურადღება და ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება  სრულიად მისაღებ  პროცესად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ჯენერიკ მედიკამენტებით მკურნალობა გაცილებით იაფი დაუჯდება მოსახლეობას:

 

"მედიკამენტებზე ფასები დღეს ძალიან მაღალია. მაგალითისთვის, თუკი ადამიანს აქვს ვირუსული დაავადება "გრიპი’’, მას უწევს იყიდოს მინიმუმ სამი დასახელების  წამალი. მაგალითად,  ცხვირის აეროზოლი, ყელის ტკივილის გამაყუჩებელი და ამოსახველებელი. ზემოთ აღნიშნული წამლების საერთო საშუალო ღირებულება შეადგენს 30 ლარს. ეს 30 ლარი, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლის საშუალო შემოსავალი  400–500 ლარს არ აღემატება. აუცილებელია, რომ წამლის ფასები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, მათი სეგმენტის გაფართოება მისასლემებლია. ის რეგისტრირებული პრეპარატია,  არსებობს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულებას იღებს ჯენერიკ მედიკამენტების სრულყოფილებასა და უაფრთხოებაზე’’

კომენტარები

მსგავსი სიახლეები