თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2022, 27 ნოემბერს, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში გაიმართება.
ღონისძიებაზე დღის განმავლობაში, 700-მდე დელეგატი შეძლებს დაესწროს მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. Spotlight-ის სცენიდან, 30-მდე სპიკერი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ ძველ კოლეგებს და დაამყარონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები.
წლევანდელი Spotlight 2022-ის სპიკერების სია ასე გამოიყურება: დავით გოგიჩაიშვილი, ანი რობაქიძე, მიშა გიორგაძე, კახი კანდელაკი, დიმიტრი ვაჩნაძე, ნიკო ნერგაძე, მარიამ ცანავა, „კაცების შოუ“, ანჟე ჟერები, თოკა არეშიძე, ელენკა კოხრეიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, სანდრო კვანტალიანი, გიორგი კონტუაძე, რუსკა მაყაშვილი, მარიამ წილოსანი, ეთო მერებაშვილი, ლევან ლაფაჩი, გიორგი ქუცა რუხაძე, უჩა ურუშაძე, ირინა დუმბაძე, მარიამ ჩხაიძე, ბექა მეფარიშვილი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი მარკეტინგული ღონისძიების მხარდამჭერი, როგორიც Spotlight-ია. ეს ღონისძიება ძალიან კარგი ადგილია, სადაც მარკეტერებს, ინოვაციით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საინტერესო მიდგომები, არაორდინალური იდეები და ა.შ. მთავარია არ გავჩერდეთ და მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები თუ სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც აქამდე წარმოუდგენლად ჩანდა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება, რომლის ავტორიც Marketer.ge-ია. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე იყო. 2016 წელს Spotlight-ის რებრენდინგი მოხდა და შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას. როგორებიცაა: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და სხვა. ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს. Spotlight 3 წლიანი პაუზის შემდეგ სრული მასშტაბით ბრუნდება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები