2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც თაბორის მონასტრის მამაოს Facebook-ი გატეხა და მრევლის ფული მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც 3 მოქალაქის Facebook-ი გატეხა და  სხვისი საბანკო მონაცემების გამოყენებით ფული მიითვისა. აღნიშნულმა პირმა თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და მისი სახელით მრევლის ფულს დაეუფლა. ასევე აღმოჩენილია დაკავებულის პირად კომპიუტერში სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები.

“ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის “სმს” პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე”, – წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები