0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ავტომობილით გადაადგილებისას რისკზე წასვლა არ ღირს!“ – დათა ქაჯაია „თეგეტა მოტორსის“ კამპანიას შეუერთდა

 

ზაფხულის დასვენების დაგეგმვას ადამიანთა უმრავლესობა ძალიან დიდ დროსა და რესურსს უთმობს. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ რამდენიმე დღემ თუ კვირამ, რომელსაც მთელი წელი ელოდა იდეალურად ჩაიაროს და ბედნიერ მოგონებად დარჩეს. თუმცა ამ დიდი ორომტრიალის დროს ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდება, რომ ნანატრი დასვენება ავტომობილში ჩასხდომით იწყება. იმისათვის რომ ამ პერიოდმა მშვიდად, ლაღად, უსაფრთხოდ ჩაიაროს და რაც მთავარია ასევე, უსიამოვნებით არ დაიწყოს, პირველ რიგში, გამგზავრებამდე აუცილებელია ავტომობილის მომზადება. საჭიროა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს პროდუქტები: საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა.

ავტომრბოლელ დათა ქაჯაიას ეს საკითხი უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, არასდროს დაუტოვებია, თუმცა სხვა ადამიანებისთვის ძალიან ხშირად უწევს იმის ახსნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დეტალებს, რომლებსაც ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ. სხვადასხვა საფრთხის შესახებ გაფრთხილებას და მის რჩევებს, როგორც ამბობს, ხშირად ითვალისწინებენ, სწორედ ამიტომ კარგად ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამაზე საუბარს და თითოეული ადამიანისთვის იმის შეხსენებას, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“ - ამიტომაც შეუერთდა „თეგეტა მოტორსის“ ახალ კამპანიას, რომელიც მძღოლებს ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოუწოდებს.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დიდი დროის გატარება გვიწევს ავტომობილში. როცა ოჯახთან ერთად გადავადგილდებით დიდი დატვირთვა აქვს ავტომობილს, ამასთან სიცხეც ზემოქმედებს მასზე და სწორედ ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო. გამგზავრებამდე აუცილებელია მანქანას სრული შემოწმება ჩაუტარდეს.

ავტომობილში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ერთი დეტალის მწყობრიდან გამოსვლა დიდ პრობლემებს ქმნის. უმნიშვნელოვანესია გვქონდეს კარგი საბურავები და გამართულად მუშაობდეს სამუხრუჭე სისტემა. სამუხრუჭე სისტემა კი მხოლოდ ხუნდები და დისკების ცვეთა არ არის. მისი ერთ-ერთი  მთავარი კომპონენტი სამუხრუჭე სითხეა, რომლის ვარგისიანობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის ეფექტური მუშაობისათვის. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის სისტემას და აკუმულატორის გამართულობას. სამწუხაროდ, ბევრმა მძღოლმა ისიც კი არ იცის, რომ საბურავი სეზონის მიხედვით სჭირდება ავტომობილს და ზაფხულში ზამთრის, ან პირიქით გამოყენება დაუშვებელია.

„ხუთი წელია ზეთი არ შემიცვლია და მშვენივრად დავდივარ“ - მსგავსი ფრაზებიც ბევრჯერ გამიგია და შესაძლოა ისეთები მართლა არსებობენ, ვისაც რაღაც მხრივ გაუმართლა. მაგრამ ამ შემთხვევებს სტატისტიკაში ვერ შევიტანთ.  აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები და დროულად შევცვალოთ ზეთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება ჩვენი ავტომობილის ძრავი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და გაჩერდეს ავტომობილი. ზეთი ძრავის მთავარი კომპონენტია, რომელიც მას ამუშავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ მის გარბენზე არაა დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან ერთი წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგ ის კარგავს თავის თვისებებს, მიუხედავად იმისა რამდენი გაიარა ავტომობილმა.“  

უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანები ავტომობილის სეზონური მომზადების საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან. უმრავლესობა სწორედ სტერეოტიპების მსხვერპლია, ზოგი დროის სიმცირეს იმიზეზებს, ზოგიც ფინანსურ პრობლემებს, ბევრს კი უბრალოდ არ ესმის მანქანის საჭიროებები და ვერ ხვდება რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დეტალების გაუთვალისწინებლობას. არაკომპეტენტური მოსაზრებები, მითები და არარსებულ გამოცდილებებზე დაფუძნებული ისტორიები ხშირად უბიძგებს მძღოლებს უგულებელყონ პროფესიონალების რეკომენდაციები, თავი აარიდონ ავტომობილის სეზონურ შემოწმებას და დასვენების გეგმების გარდა, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების სიცოცხლე, რისკის ქვეშ დააყენონ.

დათა ქაჯაია, ავტომბრბოლელი: „ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება და კიდევ ერთხელ ყველასთვის იმის თქმა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას წარმოადგენს მანქანით გადაადგილება. ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამაზე მხოლოდ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დამოკიდებული. მით უფრო ბოლო პერიოდში, როცა ჩვენი ქალაქის ქუჩები და ქვეყნის ავტომაგისტრალები ავტომობილებით გადაჭედილია. რისკი ყოველ ნაბიჯზეა და მოუმზადებელი, გაუმართავი ავტომობილი ძალიან დიდი საფრთხის მომტანია.

„არ მოვემზადები და ვიცი, მაინც არაფერი მოხდება“ ამ ფიქრით და გადამეტებული ოპტიმიზმით ცხოვრებას, სჯობს კარგად გავიაზროთ, გავიხსენოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და ისე ვიმოქმედოთ.“

„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს მძღოლების გაფრთხილებას და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის შეხსენებას, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები