1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"თეოს ქმარი დააკავეს, ბრალად ედება ცოლის მკვლელობა" - თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, თეო თუაშვილის მეგობარი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით თუაშვილის ქმარი, პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. 

"დღევანდელი ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია. მეგობრებისგან ვიცი და არა პოლიციისგან. ედება ბრალად ცოლის მკვლელობა. 

იმ უბედური შემთხვევის დღეს, შემთხვევამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო, ქმართან სიტუაცია ჰქონდა დაძაბული, უნდა დაეტოვებინა და რაც შეიძლება მალე წამოსულიყო.

მე მას შევთავაზე, პატარა ჩანთა გაემზადებინა და ისე გამოვაცილებდიიქაურობას, ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ეტყობა, არ დააცადეს.

სხვა ვერსიას ვერ დავუშვებ, ვიცი, რომ ქმართან ჰქონდა პრობლემა," - ამბობს მარიკა სონღულაშვილი. 

ოჯახისთვის ცნობილი ერთადერთი ვერსია კი დაყაჩაღებაა. მოკლულის ბიძა, ავთო თუაშვილი ამბობს, რომ წყვილს შორის კონფლიქტის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არაფერი ყოფილა. ამბავი კი თურქეთის საელჩოსგან შეიტყვეს. 

"შსს-ც გვეხმარება, საელჩოც გვეხმარება. არანაირი ვერსია არ არის იმის გარდა, რომ დაყაჩაღება მოხდა," - ამბობს მოკლულის ბიძა, ავთო თუაშვილი. 

წარუდგინეს თუ არა ბრალი მოკლულის ქმარს საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალურად არ არის ცნობილი. 

თურქული მედია წერს, რომ თეო თუაშვილს და მის ქმარს სტამბოლში, საკუთარ ბინაში გუშინ გაუსწორდნენ, თუაშვილი გარდაიცვალა, მისი ქმარი კი - პაკისტანის მოქალაქე მამაკაცი საავამდყოფოში, მძიმე მდგომარეობით არის მოთავსებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები