0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკო-ს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს არც უფლებამოსილება და არც წვდომა ამა თუ იმ პირის უფლებამოსილების სტატუსზე, რაც არ განეკუთვნება მის უფლებამოსილების ფარგლებს" - თქვა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები