2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის წინამძღოლის "უფასო ფულის" და "ევროპული მომავლის"? - ნინო ხარატიშვილი

"უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირავს ქართულ ოცნებას და სად ხედავს "ქართველობის" მომავალს. თან ღიად გვიანონსებენ შურისძიებასა და სადამსჯელო გეგმებს, რისი "რესურსიც" პარტიას უკვე ამასობაში საკმარისად დაუგროვებია! არჩევნების ვერ მოგების 0,1% შანსიც კი არ დგას დღის წესრიგში და ასე და ამდაგვარად... რომელიმე (მეზობელ) ქვეყანაში დაწერილ და მერე იქ პირნათლად შესრულებულ სცენარს ხომ არ გგავგონებს ეს ყველაფერი? იმ ქვეყანას, სადაც ყველა აგენტია, ვინც არ არის მონა, სადაც განსხვავებული აზრისთვის ხალხს ქუჩაში, ღიად ესვრიან, წამლავენ, ცარიელი ტრანსპარენტებისთვის იჭერენ, ციხეში აგდებენ, წამებაში ხდიან სულს, სადაც ოდესღაც ასევე შეუმჩნევლად დაიწყო ეს ყველაფერი... სულ პატარა მუქარით... პატარა დასჯის წყურვილით... ( ეს ისე, თუ ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის წინამძღოლის "უფასო ფულის" და "ევროპული მომავლის"?) ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს! დღეიდან ჩვენ ვეღარ ვიტყვით: "არ ვიცოდი, ვერ დავინახე, საიდან უნდა მცოდნოდა და ა.შ." აი აქედან! ყოველი ამ სიტყვიდან, რაც დღეს პარლამენტის წინ საგანგებოდ აწყობილ ტრიბუნაზე ითქვა! თუ არ გვინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა საქართველოს ევროპული, ადამიანური, ღირსეული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავლის დაანონსებული სიკვდილის ქრონიკად გვექცეს: #არარუსულკანონს/ #არაქართულოცნებას!" | წერს მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები