0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

15 სექტემბრიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, – განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი – 1კგ, ფქვილი – 1 კგ, შვრია – 1კგ, მაკარონი – 1კგ, ხილფაფა – 1 ქილა, ზეთი – 1 ლ, კვერცხი – 6ც, ჩაი – 1 კოლოფი, ყველი – 0,5 კგ, რძე – 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...