0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„20 იანვრამდე ვისვენებთ" - საპატრიარქო ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე

„20 იანვრამდე ვისვენებთ. ჯერჯერობით ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ“- ასე პასუხობს საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებას. კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ მონასტერი უკვე მეორე დღეა დაკეტილია. ტურისტებსა და მომლოცველებს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ. მიზეზი სასულიერო პირების და მონასტრის წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის პროტესტია. სასულიერო პირები მოითხოვენ, მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებმა დატოვონ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები