0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"სერგეენკო იყო საქმის კურსში, ის ფარი იყო გია თვალავაძის"

გია თვალავაძე მინიმუმ 15 მუხლით და მინიმუმ 4 წლის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც წლებია ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევაზე საუბრობს და მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

მუხიგულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ უკანონო საქმეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს სრულ ინფორმაციას ფლობს მინისტრი დავით სერგეენკო.

მუხიგულაშვილი ეჭვობს, რომ თვალავაძის დაკავების მიზეზი რეალურად იმ დიდ თანხებს უკავშირდება, რომელსაც ის სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორებისგან თუ საავადმყოფოებიდან იღებდა.

უფლებადამცველის თქმით, თვალავაძე „სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“. სწორედ ამიტომ ფიქრობს მუხიგულაშვილი, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

„გამოვიდეს სერგეენკო და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, მისი ლაქია რატომ არის დღეს დაკავებული და არ არის 4 წლის წინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? ნებისმიერი განცხადება, რაც იწერებოდა გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო სფეროში ეს იყო უწყებათაშორის გაცვლა-გამოცვლაშიინფორმაციებში, უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, რომელიც ფარი იყო გია თვალავაძის. მე დღეს ის არგუმენტები უფრო გამიმყარდა რომ გია თვალავაძე ფულს აგროვებდა როგორც საავადმყოფოდან ასევე სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორი კომპანიებიდან ფულს იღებდა და ალბათ ამ ფულს მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი“-ამბობს მუხიგულაშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში გია თვალავაძეს რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებენ, რადგან უწყებაში ის ბევრ სფეროს განაგებდა. მუხიგულაშვილის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის გარდა, თავალავაძე მთავარი ფიგურანტია, როგორც საავადმყოფოებისთვის უკანონო ლიცენზიების მინიჭების საქმეში, ასევე ექიმებისთვის უკანონო სამუშაო ლიცენზიების მიყიდვის საქმეში.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან მათი მხილება მიმდინარეობდა. რა დროსაც გამოიკვეთა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ულიცენზიო საავადმყოფოები, კანონდარღვევით მიღებული ლიცენზიები, ექიმებზე მიყიდული სამოღვაწეო ლიცენზიები, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ურთიერთობა ასევე შავი გარიგებებით.

გია თვალავაძე დღეს იყო ჯანდაცვის სფეროში, დამკვიდრებული ჰქონდა სახელი,როგორც რუხი კარდინალი.ის განაგებდა ყველაფერს. დღეს სუს-მა გია თვალავაძე სამწუხაროდ დააკავა ერთი ბრალდებით, ეგ ადამიანი მინიმუმ, უნდა იყოს 15 ბრალდებით დაკავებული"-ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები