2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვისოლმა ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

ჩამოტვირთვა


ვისოლმა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური შემატა და ამიერიდან ელექტრომოლების მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე სრულიად უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას. ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების დამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს გახსნის გორში და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ‘ვისოლის“ ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა ელექტრომოლთა მძღოლების კლუბის - Nissan Loaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.  „ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთო ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების დამტენი სადგურიც შეემატა,  ეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, აელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზს.  „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ და მივესალმებით მსოფლიო ტენდენციებს, რომელსაც საქართველომაც აუბა მხარი და ვპირდებით, რომ სქართველოს ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს ჩვენ  მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით განავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ სადგურზე ავტომობილის დამუხტვას  საშუალოდ 3 საათი სჭირდება და დაახლოებით გადის 100-დან 150 კილომეტრამდე.. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები