0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროფესია “სუფლიორი“

ჩამოტვირთვა

პროფესია მოკარნახე ანუ სუფლიორი. ადამიანი რომელიც ყოველი თეატრალური წარმოდგენის შექმნის პროცესის განუყრელი ნაწილია. თანამედროვე თეატრებში მათი საჭიროება მინიმუმამდეა დაყვანილი თუმცა წლების წინ, ქართული თეატრის ოქროს ხანაში, სუფლიორი ყველა დიდი თუ პატარა თეატრის განუყრელი ნაწილი იყო. როგორც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი მოკარნახე ქალბატონი ნინო იხსენებს, წლების წინ სუფლიორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მოკარნახეებს სპეციალური კასტინგის საშუალებით არჩევდნენ, მაღალი ხმის ტემბრი და კარგი მეტყველება სუფლიორისთვის აუცილებელი თვისებები იყო. გარდა ამისა მოკარნახის ხმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო მაყურებლამდე, მსახიობს კი მისი სიტყვები გარკვევით უნდა გაეგონა, რასაც სუფლიორის პროფესიის კარგად ფლობა სჭირდებოდა. თანამედროვე თეატრებში კი სუფლიორები მხოლოდ რეპეტიციებზე მუშაობენ, რის გამოც ეს პროფესია განსაკუთრებულ ოსტატობას აღარ საჭიროებს. თანამედროვე თეატრებში სუფლიორების აუცილებლობაზე მსახიობები იშვიათად საუბრობენ თუმცა ფაქტია, რომ ეს თანამდებობა დღემდე არსებობს. უფრო მეტიც გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ ზოგიერთ ქართველი მსახიობი სცენაზე მცირე ზომის ყურსასმენით გამოდის, რომლის საშუალებითაც კულისებიდან მას სუფლიორი ეკონტაქტება. პროფესია სუფლიორის ნაწილობრივ გაქრობაზე მოწმობს თანამედროვე თეატრების სცენაც, სადაც სუფლიორისთვის გამოყოფილი სპეციალური კუთხე აღარ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები