თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „წერტი“ გაფართოვდა. კომპანიამ თბილისის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დამატებით ორი ფილიალი გახსნა.
„წერტსა“ და საქართველოს ბანკს შორის პირველი თანამშრომლობა 2019 წელს შედგა. პარტნიორობის შედეგად პირველი ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ობიექტი გაიხსნა. მას შემდეგ კი კომპანია „წერტი“ აქტიურად ფართოვდება და გაჩერებას არ აპირებს.
„წერტის“ რიგით მესამე ფილიალი, 160 კვ.მ ფართობზე ნაძალადევში გაიხსნა. რიგით მეოთხე მაღაზია კი წყნეთში, 260 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ამ დროისთვის „წერტს“ ჯამში 4 ფილიალი აქვს: საბურთალოზე, დიდუბეში, ნაძალადევსა და წყნეთში. გარდა მაღაზიისა, საბურთალოს ფილიალი მომხმარებელს ადგილზევე ლანჩის მენიუს სთავაზობს, რაც კომპანიის საქმიანობის დივერსიფიცირებას უწყობს ხელს.
„ორი ახალი ფილიალის გახსნა - ეს არის ჩვენი 3 წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგი, რაშიც წვლილი საქართველოს ბანკს მიუძღვის. ბანკი ჩვენი პირველი ფილიალის გახსნიდან მუდმივად ცდილობს მხარი დაგვიჭიროს. რაც შეეხება ახალ მაღაზიებს, ნაძალადევის ფილიალში გაყიდვის წერტილთან ერთად გაიხსნა და გაფართოვდა ჩვენი არსებული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხოლო წყნეთის ფილიალში ძირითადი ფართი გასაყიდ შოურუმს დაეთმო. ახალ ფილიალებში დავამატეთ როგორც ხორცის სტეიკის დასავარგებელი სპეციალური მაცივარი, ასევე, ხილ-ბოსტნეულის სექცია. მომხმარებელს ასევე შეუძლია ესტუმროს გრილის აღჭურვილობისა და სპეციალური ტექნიკის განყოფილებებს. ჩვენთან თვეში საშუალოდ 12-15 ტონა ხორცპროდუქტი იწარმოება, ხოლო დღიურად საწარმო საშუალოდ 1200 ლიტრი რძის გადამუშავებას ახდენს. წარმოებული პროდუქციაა: იმერული ყველი, სულგუნი, მოცარელა, ბურატა, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები, რძე, კარაქი და სხვა“, - განაცხადა კომპანია „წერტის“ დამფუძნებელმა, ბიძინა გონაშვილმა.
„საქართველოს ბანკის პარტნიორობა კომპანია „წერტთან“ უკვე 3 წელია გრძელდება და კომპანია ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. „წერტი“ მომხმარებელებს მაღაზიებთან და კაფესთან ერთად ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას გამჭვირვალე პრინციპით სთავაზობს, ეს ნიშნავს, იმას, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია ნახოს როგორ იწარმოება რძისა და ხორცის პროდუქტები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანია „წერტის“ წარმატებაზე თამამად ვილაპარაკოთ, რადგან მათი პირველი ნაბიჯები სწორედ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით იწყება. კომპანია საცალო ბაზარზე 2019 წლიდან შევიდა და მას შემდეგ საქმიანობას წარმატებით ართმევ თავს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარ ფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს არის „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანია, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. ის ადგილობრივ ფერმერებთან კოორდინაციით და ინტეგრაციით მუდმივად ჯანსაღ ნედლეულს აწვდის მომხმარებელს. კომპანია 2019 წლიდან აწარმოებს, ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარ ფაბრიკატებს. 2020 წლიდან კი საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები