2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ვიხოცებით ჩუმად" - თბილისი უცნაურმა ნისლმა მოიცვა

თბილისი უცნაურმა ნისლმა მოიცვა, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. "ვიხოცებით ჩუმად,"-წერს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუკბანიანი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ყველას აინტერესებს რას უკავშირდება თბილისში არსებული უცნაური ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და მის შემოგარენში არსებული უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესები ზაფხულის პერიოდისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები