2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გადავწყვიტე, ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო! მე არ მინდა, მომკლან და ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების თემა“

  ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს. როგორც ინგა წერს,  მას უკვე წლებია ემუქრებიან., მართალია  პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.

" გამოსავალს ვეღარ ვხედავ…. გადავწყვიტე,ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე,მარტივად ვაცხადებ-ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული,მხოლოდ იმიტომ რომ ვცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ქალების (მით უფრო ,მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს,რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის….სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას-მოკლული ქალების,ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე…. მე არ მინდა მომკლან!!!! 

იძულებული გავხდი,განცხადება დამეწერა პოლიციაში,რდგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას…ვიარე პოლიციაში,დაიწყო გამოძიება,გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ ,რომ ტიპი ამტკიცებდა,თითქოს ჩემი ქმარი იყო,რომელსაც ქონება წავართვი..

ყველაზე გულის ამრევი ის იყო,რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ,თან ისე იღრიჭებოდნენ,თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა. !!!!!! დღემდე გრძელდება ეს ამბავი,დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი,ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან..

ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა(კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს),სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას ,სახლის კარს შემომიმტვრევს….

 არასოდეს მეგონა,რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა ,გადავწყვიტე,ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა,ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ-საქმეც იყო აღძრული,მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი,დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები