2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გაყევით ვისაც გინდათ ქალებო ცოლად, მაგრამ ქართველ მამაკაცებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ!"

უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს ავრცელებს:
"გაყევით ვისაც გინდათ ქალებო ცოლად, მაგრამ ქართველ მამაკაცებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ!მე არ ვიცი თქვენ სად გაიზარდეთ და როგორი მამაკაცების გარემოცვაში ჩამოგიყალიბდათ ეს აზრი მაგრამ ჩემს გარდემო ისეთი მამაკაცები იყვნენ და არიან ვისთვისაც ქალი არის მათი ძლიერი მხარის გარანტია და ვისაც ძალიან დიდ პატივს სცემენ!

მარტო ქართველის ძალადობაზე, რომ აპელირებთ ინტერნეტში ნახეთ იმ მოდგმის ქცევა და სისასტიკე ვისაც თქვენ ცოლად მიყვებით და მერე ისაუბრეთ ქართველების ძალადობრივ ხასიათზე!

ისევ თქვენ იწვევთ აგრესიას საზოგადოებაში, თქვენივე შეურაცხმოფელი მიდგომით საკუთარი ერის მიმართ, ან მაგ უცხოელმა როგორ უნდა დაჯეროს რომ გიყვართ ის და მისი ჯიში, როცა საკუთარს აგინებთ და არ მიყვარს ქართველი და საქართველოო ამბობთ?

ქართველი რასისტი არაა, ვისაც სამშობლოზე მართლა შესტკივა გული ის უბრალოდ საფრთხეს ხედავს უცხო ტომელების გამრავლება ისეთი სისწრაფით მიდის ქვეყანაში!

კი ბატონო გიყვართ, მართლმადიდებლად მონათლეთ მაგრამ ზუსტად ის საფრთხე ელის ჩვენს ქვეყანას რაც საფრანგეთში და სხვაგან ხდება, ფაქტობრივად იქ ფრანგი უმცირესობაშია!

შეიძლება აგრესია არ მაქვს რადგან ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და ყველას თავისი ცხოვრების უფლება აქვს მაგრამ ნუ მოითხოვთ იმას, რომ ამ საკითხს ბედნიერი შევხვდე დავუყურო თუ როგორ განიცდის ჩემი ერი გარდაქმნას და როგორ ამრავლბს უცხო ქვეყნის გენს ჩემს სამშობლოში!

ჯერ საკუთარი თავი და ქვეყანა უნდა გიყვარდეს და მერე სხვა!”-წერს უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები