0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

21 მაისს დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია

ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2005 წლიდან ევროსაბჭოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა  აქცია „ღამე მუზეუმში“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი შეურთდება აქციას. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აქციას აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიც  შეუერთდება.ღინისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.
იხილეთ მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 
 21 მაისი,  22.00 საათი 
„ცეკვა მხატვრობაში“- რეპროდუქცირებული თემატური გამოფენა;მოქანდაკე დავით ბოლქვაძის სკულპტურული ნამუშევრის - „ტორსი“ გადმოცემა აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდისთვის კატეგორიაში „ნაჩუქრობა“;„მუზეუმი და აუდიტორია“ - საჯარო ლექცია;
 ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი: 
 21 მაისი,  20:30 საათი 
შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პროგრამა "მე და ჩემი მეგობარი მუზეუმში" ;
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი: 
 21 მაისი, 21:00 საათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად მოეწყობა კოსტუმირებული თეატრალიზებული პერფომანსი-ანტიკური და თანამედროვე სამოსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით;
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ- არქიტექტორული მუზეუმ- ნაკრძალი:
 21 მაისი, გონიოს ციხე
20:00 საათი - ველოტური „ბათუმი-გონიო“ ;21:00 საათი - ქაღალდის ფილმი „არგონავტები“21:30  საათი - სპექტაკლი ანტიკურ თემატიკაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები