2 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ლევან ბეჟაშვილი კეზერაშვილის შესახებ სტატიაზე - ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება

ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, როდესაც BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროპაგანდას სურს ამ თემით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს, როგორიც არის მოსამართლეთა სანქცირება, რიკოთზე არსებული პრობლემა და კენიაში ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებული სკანდალი.

„ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის, არც ევროპელი სამართალდამცავი ორგანოებისგან. ამიტომ ეჭვი მაქვს და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც "ქართული ოცნების" პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და კიდევ სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის, სანქცირების და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდად,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, როცა სამთავრობო მედიაზე საუბრობს, ასეთად „ბიბისის“ მოიხსენიებს თუ არა, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ არა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსგავს ინფორმაციას პროპაგანდა რა მიზნით იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს.

„ასეთი ინფორმაციები უკვე, მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს. პროპაგანდა რა მიზნისთვის იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები