2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ვისაც”მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება,სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია

იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან. “მწვანე პასპორტის” გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არის მოსახლეობის არა ვალდებულება, არამედ არჩევანი და ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები.

„როგორც მოგეხსენებათ თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42 % უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას არამედ სურვილს მოსახლეობისას, რომ აიცრას, ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ; „მწვანე პასპორტის“ შემოწმებას ვაკონტროლებდით, ცხადია. რაც შეეხება ვაქცინაციას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები