1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით შექმნილი პირველი ტყავის ჩანთა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. „ქისა“ ტყავის ხელჩანთების და აქსესუარების ბრენდია, რომელიც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზარზე.

„ჩვენ თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ექსპორტზე და ამის შედეგია ის, რომ თითქმის მთლიანად უცხოეთის ბაზარზე გავდივართ. ჩვენს მიერ წარმოებული ტყავის ჩანთების და აქსესუარების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. წარმოდგენილი ვართ ისეთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, როგორიცაა  etsy.com და პროდუქციის გარკვეული ხაზი იყიდება amazon.com-ზე,“ - ეკატერინე რამიშვილი, „ქისას“ დამფუძნებელი.

ექსპორტზე წარმატების პარალელურად, კომპანიამ თბილისში საწარმო და შოუ-რუმი გახსნა, სადაც შესაძლებელია, როგორც წარმოების პროცესის დათვალიერება ისე მზა პროდუქციის ყიდვაც.

„ქისა“ 40 სხვადასხვა ტიპის და დიზაინის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის, საფულეებს, ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს, სათვალის ბუდეებს, ტყავის სამაჯურებს და სხვა. როგორც „ქისას“ დამფუძნებელი ამბობს, წელიწადში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით 1200-დან 1500-მდე ერთეულ პროდუქციას ყიდიან.

მომხმარებლის გამოცდილება კი ასეთია, ის ნახულობს და არჩევს სასურველი ჩანთის დიზაინს ბრენდის ვებგვერდზე www.qisabags.com, შემდეგ აფორმებს შეკვეთას და „ქისას“ გუნდის წევრები გულდასმით იწყებენ შეკვეთილ ნივთზე მუშაობას. ყველაფერი აქ, საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ხელით იკერება, შეკვეთის დამზადებას დაახლოებით 2 დღე სჭირდება. შემდეგ ეტაპზე კი პროცესში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნას. ასე ხვდება უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქცია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

„შეკვეთების მიღების და გაყიდვების პროცესი მთლიანად გავაციფრულეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად გვემართა. პროდუქციის 95 %-ს უცხოეთში ვყიდით. რა თქმა უნდა, გვინდა და  ვმუშაობთ ამაზე, რომ უფრო მეტი პროდუქცია გვქონდეს თბილისში, ჩვენს შოუ-რუმში,“ - ეკატერინე რამიშვილი.

„ქისას“ საწარმოში ტყავზე მუშაობის სასწავლო კურსებიც დანერგეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ საქმეს დაეუფლოს და ტყავის წარმოება წამოიწყოს. კურსზე მისულებს ყველა სამუშაო იარაღი და მასალა ადგილზე დახვდებათ.

 

სულ ახლახან „ქისამ“  USAID-ის საგრანტო პროექტში გაიმარჯვა, რაც კომპანიას საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...