2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ - თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, პუბლიკაცია - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ წარადგინა.

 

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა და პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრეს.

 

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის, გარკვეული პირობებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკები  და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

 

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

 

წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის მაგალითი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში - 60% შეადგინა.

 

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

 

ევროკავშირი, გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი  ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.

 

რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.

 

ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.

 

დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.

 

ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე - მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.

 

საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

 

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმში ევროკავშირის წილი 11%-ია, ექსპორტში - 12%, იმპორტში - 24%, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი - 43%.

 

შედარებისთვის, საქართველოში 2016-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ 10% შეადგინა, მაშინ როდესაც ბულგარეთში, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2000-2006 წლებში, იგივე მიმართულებით, ზრდა 41% იყო. იმავე პერიოდებში, ექსპორტის მიმართულებით, საქართველოში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბულგარეთში კი - 23%-იანი.

 

ევროკავშირთან ინტეგრაცია საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს. 2022 წელს, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გასული პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი წილი სპილენძის მადანს, შემდეგ კი ეთილის სპირტს სპირტს ეკავათ.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:19

    Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად...

    თიბისი კონცეპტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტ...

  • 12:13

    What would it mean to leave tip toe dancing? ან იქ...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გი...

  • 15:46

    Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას...

  • 11:38

    თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღი...

    „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს,...

  • 13:09

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად...

      თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.    თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...

  • 12:59

    გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის...

    თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...

  • 12:56

    რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - ...

      ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...