0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ფრენების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ გადაწყვეტილებას" - ჰერჩინსკიმ "ოცნებას" ევროკავშირის უკმაყოფილება გააცნო

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, დემარშის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან გაიმართა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრს ევროკავშირის გზავნილი პირადად გადასცა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და პირდაპირი საუბარი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. მე მომცეს ინსტრუქცია, რომ გადამეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია, რომელზედაც ბრიუსელში შეთანხმდა 27 წევრი ქვეყანა. გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ გადაწყვეტილებას, არ დათანხმდნენ პირდაპირ ფრენებს რუსეთიდან და არ მისცენ უფლება რუსულ თვითმფრინავებს მათი ტერიტორიის გავლით, იფრინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და გავზარდოთ წნეხი მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქმედებები, როცა საუბარია იმ ბრუტალურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში"- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები