0 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ველოდებით პრემიერმინისტრის საბოლოო პასუხს, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს – მშობლები

“ველოდებით პრემიერმინისტრის საბოლოო პასუხს, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს” – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მათ სურთ, რომ პრემიერმინისტრმა “დაზუსტებით” უთხრას მშობლებს პასუხი აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბავშვებისთვის მედიკამენტს. ისინი ასევე ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, არ დანებდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას.

“ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე, ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ ახლა ველოდებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის , ტანჯვისთვის და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ მშობლები არ დავიღლებით. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება და იქნება, რომ ჩვენი შვილები არ არიან ამ სახელმწიფოსგან აღიარებულები, არ დავტოვებ ამ ქვეყანას, აქ ვიბრძოლებ, ამ ქვეყანაში ჩემი სამი შვილით. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით დამარცხდება საქართველოს ყველა ბავშვი.”– ამბობენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები