შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით და თანამშრომლებისთვის მრავალფეროვანი უპირატესობების შეთავაზებით. ამ გუნდში დასაქმებულ ადამიანს დასვენების, განტვირთვის თუ სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ.
ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება თიბისელების გუნდის კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, თიბისელები თვითგანვითარებისთვის არაერთი შიდა შესაძლებლობით სარგებლობენ - როგორიცაა, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსებს. თიბისი აკადემია თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმავონ კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით ან შეისწავლონ ახალი პროფესია და შეიცვალონ კარიერის გეზი თიბისიშივე, რასაც არაერთი თიბისელის მაგალითი გვაჩვენებს.
თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული და არასტანდარტული ჯანმრთელობის შეთავაზებების გარდა, თიბისელებს დაოჯახებისას და შვილის შეძენისას დამატებითი უპირატესობები აქვთ. ასევე, მრავალშვილიანები - უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.
თიბისელები, ასევე, ანაზღაურებადი 24 შვებულების დღით სარგებლობენ და კვარტალში დამატებით ანაზღაურებადი 1 თავისუფალი დღის აღება შეუძლიათ, მხოლოდ მენეჯერთან შეთანხმებით. პროექტ „მრავალშვილიანების“ ფარგლებში კი - მრავალშვილიან თიბისელებს დამატებით 2 თავისუფალი დღის აღების შესაძლებლობა აქვთ. თიბისი, 6 თვე ანაზღაურებად დეკრეტს როგორც დედას, ისე - მამას სთავაზობს და ამ უპირატესობით არაერთ თიბისელ მამასაც უსარგებლია.
თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ. ფასდაკლებები მოიცავს დასვენების, განათლების, მაღაზიებისა თუ კვების ობიექტების შეთავაზებებს. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. საახალწლო წვეულებები, ინტელექტუალური თამაშები, ფეხბურთის, რაგბის, ჭადრაკის ჩემპიონატები, წიგნის ფესტივალი, თამაშების ფესტივალი, კინოჩვენებები - ეს იმ ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რასაც თიბისი თანამშრომლებისთვის მუდამ გეგმავს.
თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც მრავალმხრივი შესაძლებლობები და ბენეფიტები, მეგობრული განწყობა, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო, შემოქმედობითობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა პრიორიტეტულია, შეუერთდი თიბისის გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები