0 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვაზისუბანის "საქართველოს ბანკის" ფილიალში ცეცხლსასროლი იარაღით და ნაჯახით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალი ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები ძაღლების მეშვეობით თავდამსხმელების კვალზე გასვლას ცდილობდნენ. ექსპრესფილიალიდან თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით და ნაჯახებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი შენობაში იმ დროს შეიჭრა, როდესაც „საქართველოს ბანკში“ მომხმარებლები და იქდასაქმებული ადამიანები იმყოფებოდნენ. 

დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მას დაზიანება შუბლის არეში აქვს მიყენებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები