2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა" - „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, გატაცებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოდ, პნევმატური იარაღი), რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

პირველადი გამოკითხვისას, დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა, რომ მან მიმდინარე წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ ამავე ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, საიდანაც იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები