0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, სირიის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ადანაში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, აფეტქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქის იმ რაიონში მოხდა, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული.

როგორც მედია წერს, აფეთქება საქალაქო ადმინისტრაციის შენობის წინ ავტოსადგომზე მოხდა.

ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა ომერ ჩელიკმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები