1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება – კალიურანდი

ევროპარლამენტარის მოწოდება პუტინის რუსეთს – მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება”.

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი რუსეთისგან ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფასაც ითხოვს.

“როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები… როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც დასრულდა ომი”, – წერია მის განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები