საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. შემდეგ კი კონგრესს სიტყვით მიმართა.
ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ბახმუტიდან ჩამოტანილი საბრძოლო დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერები იყო.
დროშა ზელენსკის ბახმუტში ყოფნის დროს უკრაინელმა მეომრება გადასცეს.
“ჩვენმა გმირებმა გადმომცეს ომის დროშა – მათი დროშა, ვინც სიცოცხლის ფასად იზამს უკრაინას, ევროპას, მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ფასად. მათ მთხოვეს, რომ ეს დროშა გადმომეცა თქვენთვის, ამერიკის კონგრესისთვის, პალატის წევრებს… რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლიათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დაე, ეს გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. დაე, ეს დროშა თქვენთან იყოს, ქალბატონებო და ბატონებო. ეს დროშა ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანები – უკრაინა, ამერიკა, მთელი თავისუფალი სამყარო”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 300 დღეზე მეტია უკრაინელი სამხედროები იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ “მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად”.
ამერიკელმა კონგრესმენებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა აპლოდისმენტებით 10-ჯერ გააწყვეტინეს.
„სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს. მისი თქმით, მსოფლიო იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ ვერავინ შეძლო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის იგნორირება.
„ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება იგნორირებულ იქნას, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა გაგვიწევს დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
“აქ არის ფრონტის ხაზი, ტირანია – რომელსაც არ აქვს საზღვარი ადამიანების მიმართ სისასტიკეში – და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავუძლოთ ასეთ ბრძოლას, არამედ იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტამდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ ბრძოლის ველზე. ჩვენ გვაქვს არტილერია, კი ბატონო, მადლობა. ეს საკმარისია? სიმართლე გითხრათ, არა. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას, თქვა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.
„თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ზიანი.
გასულ წელს ბახმუტში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრებია. მიწის თითოეული ინჩი სისხლითაა მორწყული. დონბასი ხელიდან ხელში გადადიოდა სასტიკი შეტაკებებისა და ხელჩართული ბრძოლისას, თუმცა უკრაინის დონბასი დგას. რუსეთი ბახმუტისა და სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ იყენებს ყველაფერს, რაც გააჩნია და ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალებში, აქვთ მეტი რაკეტები და თვითმფრინავები, ვიდრე ოდესმე გვქონია, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ, უკრაინამ უკვე წარადგინა შეთავაზებები, რაც ახლახან განვიხილე პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანია, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთიანი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბაიდენმა დღეს მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. თითოეული თქვენგანს შეუძლია დახმარების გაწევა ამის რეალიზაციისას, რათა ამერიკელების ლიდერობა დარჩეს მტკიცე, ორპალატიანი და ორპარტიული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
კომენტარები