0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამასთან, როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები; 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია.

„აქტიური სამზადისი მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის. მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ.

როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის.

ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები. ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღებისდედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამასთან, როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები; 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია.

„აქტიური სამზადისი მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის. მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ.

როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის.

ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები. ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები. 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 11 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე, თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.

სიახლეები გვაქვს მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქვე შევახსენებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან გაზრდილია ბავშვების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მიდგომები და დამოკიდებულება არის ისე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოსა და ინფრასტრუქტურაში აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ. აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები. 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 11 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე, თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.

სიახლეები გვაქვს მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქვე შევახსენებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან გაზრდილია ბავშვების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მიდგომები და დამოკიდებულება არის ისე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოსა და ინფრასტრუქტურაში აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...