1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი ქარი, თოვა და შტორმი ზღვაზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს:

13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები