1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰოლივუდელი პროდიუსერები ბათუმში

კინოგადაღებების კუთხით რეგიონის პოტენციალის შესასწავლად და კინოგადაღებისთვის ლოკაციების შესარჩევად  ბათუმს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ. მათ ბათუმში სხვადასხვა ადგილი მოინახულეს და ფოტო-ვიდეო გადაღებები აწარმოეს.

პროდიუსერებს აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ უმასპინძლა და აჭარაში გადასაღები ადგილების მრავალფეროვნებასა და კინოწარმოების ხელშეწყობასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია კინოწარმოების ხელშეწყობა. აჭარაში ბევრი საინტერესო ლოკაციაა ფილმების გადასაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ არსებული ადგილების წარმოჩენა და მათი საერთაშორისო მასშტაბით პროდიუსერებითვის გაცნობა, რათა სამომავლოდ ფილმების გადაღება ჩვენთან დაგეგმონ“ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ. 
ცნობილ ჰოლივუდელ კინომწარმოებლებს ნამუშევარი აქვთ ისეთ ფილმებზე, როგორიცაა   „Transformers", "Captain America", "The Town", "The Hangover", „Sicario”, “Mission:Impossible”.„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში ფილმების გადასაღები ლოკაციების შესარჩევად.
მოხიბლული ვართ. მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია ბათუმში.
 განსაკუთრებით შეიმჩნევა ახალი და ძველი არქიტექტურის სინთეზი, რაც სხვადასხვა ჟანრის ფილმის, სცენების გადაღების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვარჩევთ ისეთ ადგილებს, რომელიც ჰგავს სხვადასხვა ქალაქს, შეიძლება მივამსგავსოთ მადრიდს ან პარიზს და სცენები აქ გადავიღოთ. სხვათაშორის, ბათუმი კუბას ჰგავს. კუბის სცენების გადასაღებად ხელსაყრელი ქუჩები და პირობებია. ჩვენ აქ მიღებულ შთაბეჭდილებას გავუზიარებთ საერთაშორისო მასშტაბით სხვა პროდიუსერებს“ - აღნიშნა ლოკაციის პროდიუსერმა პირს დენიმ.

ჰოლივუდის ცნობილმა კინომწარმოებლებმა  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის  "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულეს. ჰოლივუდელი პროდიუსერების საქართველოთი დაინტერესება მნივნელოვანია ქვეყანაში კინოწარმოების განვითარებისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები