1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია

რეგიონში პირველად, გავლენიანმა საერთაშორისო კონკურსმა Agile Business Award-მა თიბისი საუკეთესო ეჯაილ ბიზნესად დაასახელა. თიბისიმ გამარჯვება ისტორიულად ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაში - Overall Business Agility-ი მოიპოვა. კონკურსს ყოველწლიურად Agile Business Consortium ატარებს. 

 

თიბისი იყო პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო საქართველოში. სწორედ ამ პროცესების  შეჯამებით  აიღო ჯილდო, რომელიც ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ მოპოვებული როგორებიცაა: Natwest Group, RHB Banking Group, Vodafone, bp, Capgemini.

 

თიბისი, როგორც საქართველოში ეჯაილის ფუძემდებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობით უჭერდა მხარს ამ მიმართულების განვითარებას. 2022 წელს უკვე ნათლად გამოიკვეთა დადებითი შედეგები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში და ტექნოლოგიური პროცესების სისწრაფეში აისახა.

 

Agile Business Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ამ მიმართულებით ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია - Agile Business Consortium ატარებს. თავად ეს ორგანიზაცია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე Business Agility-ს პრაქტიკების გავრცელებას.  ჯილდოები 4 კატეგორიაში გაიცემა  - Agile in Marketing, Agile in HR, Agile in Finance და Overall Business Agility.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები