1 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული 

მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც. 

 

თან არ დაგვავიწყდეს, რომ "ხელისუფლება" კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში - კერძოდ კი ხელისუფლების 

მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა 

ქვეყნის მომავლისთვის.

 

განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე.

 

მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე 

ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი.

შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე.

მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. 

 

რა თქმა უნდა ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანმხდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან 

დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები