1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მათი დანახვა საერთოდ არ მინდა და ამიტომ ამოვიკერე თვალები, არაფერზე მოდიან" - ჭიათურელი მაღაროელები დღეს, 4 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ

ჭიათურელი მაღაროელები დღეს, 4 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა შესაბამისი სამუშაო ანაზღაურების მიღებაა. მაღაროელები უკვე მერვე დღეა შიმშილობენ და პროტესტს აგრძელებენ. მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა ერთ-ერთმა მათგანმა პირი, ხოლო მეორემ თვალები ამოიკერა.

"გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავით, ამიტომ მათი დანახვა საერთოდ არ მინდა და ამიტომ ამოვიკერე თვალები.. სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს და დაბრმავებულს, დაინვლიდებულს, ამას ელოდებიან? მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე მოდიან, ერთხელაც არ ყოფილა, რომ თავისი ნებით ხელფასი მოემატებინათ, სულ ომით,სულ გაფიცვით, სულ უბედურებით. გამწარებული ხალხი ვართ და მოგვხედეთ, ძალიან გთხოვთ.. " - განაცხადა მაღაროელმა, რომელმაც თვალები ამოიკერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები