0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა - ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო მოთხოვნის დაბრუნება კვლავ მხოლოდ მოლოდინია მაშინ, როდესაც მარაგების შევსებისათვის საკრედიტო მოთხოვნის ზრდა უკვე სახეზეა, რაზეც იმპორტის აღდგენის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, სესხების ზრდაში უცხოური ვალუტის წვლილი მატულობს, რაც ლარს და ზრდას სტიმულს აძლევს, თუმცა სამომავლოდ მოწყვლადობის გარკვეულ მატებასაც იწვევს. 2021 წლისათვის თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ სესხები 18%-ით, ან სავარაუდოდ უფრო მეტადაც კი გაიზრდება, რაც მაინც ნაკლებია ვიდრე ამავე წელს ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო 21.2%-ით მატება.

გასულ კვირას გამოქვეყნებული მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა, წინა თვეებთან შედარებით, მცირედით მეტი იყო. ეს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დასტაბილურების დამატებითი არგუმენტია, ვინაიდან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკა სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე სავარაუდოდ მომავალ წელსაც, ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისიწინებს. აღნიშნულის არგუმენტებია შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით. ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები, მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს. ამდენად, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით, უფრო მეტ მიწოდებაზე მიანიშნებს. მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება.

გასული კვირა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ, ლარისათვის პოზიტიური არ იყო. Fed მოსალოდნელზე უფრო მკაცრი იყო, თურქეთში კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და ევრომ, ლირამ და რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნაწილი დაკარგა. სავალუტო რისკის აღებისას, ევრო/დოლარის PPP მაჩვენებლის გათვალისიწინებით, დივერსიფიცირება კვლავ ოპტიმალური ჩანს, თუმცა განსაკუთრებით ბიზნესისათვის ევროს შედარებით მეტი წილით, ვინაიდან, როგორც წესი, ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ. ამასთან, ევრო - კარგ დროს, დოლარი კი ცუდ დროს მყარდება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მოსაზრება კალათაში ლირისა და რუბლის დამატების შესახებ, კვლავ აქტუალურია. ასევე გონივრული გადაწყვეტილებაა ლარის თუნდაც გარკვეული წილი, როგორც სესხების, ასევე ინვესტირების კუთხით, როდესაც მიზანი, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთისა და, მეორე მხრივ, რისკის გათვალისწინებით ოპტიმალური ბალანსის მიღწევაა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 27 სექტემბრის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...