0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

თიკა კანდელაკი: ,,ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია, სიღატაკედან რუსეთი თუ ამოიყვანს”

ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სპუტნიკთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს.

-მე მიყვარს ქართველი ხალხი და სრულიად საქართველო, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა საქართველო ღატაკდება და ამ სიღარიბედან მხოლოდ რუსეთი თუ ამოიყვანს. ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია.

თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. ჩემთვის შედეგი, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერმინისტრობა არ იქნება. აქ მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება მქონდეს: რუსეთი ბევრ სფეროში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს. ეს ათი წლის წინათ ვთქვი, ხუთი წლის წინათაც და ახლაც ვამბობ. სამწუხაროდ, დღეს ეს საქართველოში ყველაზე არაპოპულარული მოსაზრებაა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ…

დღეს მოდაშია, როდესაც ცნობილი სახეები პოლიტიკოსები ხდებიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მენეჯერულმა ტვინმა მასწავლა, რომ ნებისმიერი დიდი თანამდებობის მიღმა კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, პასუხისმგებლობა დგება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მსხვერპლად მზადყოფნა. დღეს მზად არ ვარ ამისთვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები