1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

,,ქორწილი ვენაში გვექნება და სავარაუდოდ, მეც ვენაში გადავალ საცხოვრებლად" - თაკო გაჩეჩილაძის სიყვარულის ისტორია

ჩამოტვირთვა

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და თავისი რჩეული ქორწილს ოქტომბერის თვეში, ქალაქ ვენაში გეგმავენ.

ბორის ლავ-მილანოვი ბულგარელი პროდიუსერი და კომპოზიტორია. წყვილს ნიშნობა რამდენიმე დღის წინ პარიზში ჰქონდა.

"ბობი ავსტრიაში გაიზარდა და ვენაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სავარაუდოდ, მეც ვენაში გადავალ საცხოვრებლად"- ამბობს თაკო გაჩეჩილაძე.

თაკომ რჩეული “ევროვიზიაზე” გაიცნო, როცა თავად მონაწილეობდა კონკურსში. მას შემდეგ წყვილის ურთიერთობა განვითარდა და მალე დაქორწინდებიან კიდეც.

"ევროვიზიაზე ტყუილად არ წავსულვარ, იქ გავიცანი ერთერთი მუსიკალური პროდუსერი და კომპოზიტორი. იმ წელს წარმოადგენდა სამ ქვეყანას, სამი ქვეყნისთვის ჰქონდა სიმღერა დაწერილი. 

თავიდან ვმეგობრობდით, ვატყობდი რომ მოვწონდი, მაგრამ კონკურსის დროს არაფერი მაინტერესებდა, საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. მას შემდეგ რაც დაბრუნდი საქართველოში, თავი   არ დამანება . ვერაფრით რომ ვერ მომიდგა  მომწერა, რომ ძალიან მაგარი მომღერალი ხარ და მინდა რომ ერთი სიმღერა დაგიწეროო და მეც დავთანხმდი,"- ყვება გაჩეჩილაზე "დღის შოუში."


კომენტარები

მსგავსი სიახლეები