1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ ლენონისა და „დარტყმული“ იოკო ონოს სიყვარული

ჩამოტვირთვა

მათ 70-იანების რომეოსა და ჯულიეტას ეძახდნენ. არაკეთილმოსურნეები კი მას ქალის სხეულში ჩასახლებულ დემონს, კაცს კი უსუსურ მსხვერპლს უწოდებდნენ.. ამ ფატალურ სიყვარულს ბევრი ცვლილება მოჰყვა წყვილის ცხოვრებაში. სწორედ იაპონელ ქალს ბრალდება „ბითლზის“ დაშლა. ამიტომ არ უყვარდათ ის ინგლისელებს. ჯონს არავის აზრი აინტერესებდა, მუსიკოსი თავს უზომოდ ბედნიერად გრძნობდა. იოკო მისი ცხოვრების მუზა იყო... დიახ ეს ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სიყვარულია... ბრიტანელი პოპვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის“ დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. ბანჯოსა და კლავიშზე მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. 1955 წლის 6 ივლისს, საეკლესიო დღესასწაულზე, მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში. ჯონი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და თაყვანისმცემლების არმიაც მუდამ მის გვერდით იყო. მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებში კი ლენონმა მშვენიერი სინტია პაუელსი გამოარჩია. წყვილი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდა. „ბითლზი“ სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და სინტია ჯონთან განშორების მოახლოებას გრძნობდა: „ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიმატოვებს. ჩვენს სიყვარულს მისი თავბრუდამხვევი კარიერა შეიწირავს. პოპვარსკვლავის ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ იქნება“. ამ უსიამოვნო დღის მოლოდინში ორი წელი გავიდა. „ორსულად ვარ“ - შიშით გაუმხილა ჯონს და ძალიან გაუკვირდა მისი პასუხი: „დავქორწინდეთ“. 1962 წლის აგვისტოში ლენონმა სინტია პაუელსზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს, ჯონის დედის სახელი, ჯულიანი, დაარქვეს. როცა მათი ვაჟი ჯულიანი ხუთი წლის გახდა - ისინი დაშორდნენ. 1966 წელს კი ჯონმა იოკო ონო „ინდიკა“ გალერეაში გაიცნო. იოკო იაპონელი მხატვარი და მუსიკოსია. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯონ ლენონის მეუღლე. ამავე დროს ავანგარდული ჟანრის მუსიკის ცნობილი მოღვაწეა. იოკო ჯონიზე 7 წლით უფროსი იყო. შეხვედრის შემდეგ ონომ ლენონს თავისი პატარა წიგნი „გრეიფრუტი“ უსახსოვრა. წიგნის შინაარსი ნებისმიერი ნორმალური მკითხველის აღშფოთებას გამოიწვევდა („გახვრიტეთ პურის მარცვლით სავსე ტომარა და ქარიან ამინდში თოკზე ჩამოკიდეთ“...). ამ უაზრობას ჯონი ღამღამობით, ძილის წინ კითხულობდა. მაშინ სინტიასთან არ იყო გაყრილი. ერთხელ სინტიამ ჰკითხა კიდეც, რას ჩაჰკირკიტებდა ყოველ საღამოს: „ერთი დარტყმული იაპონელი მხატვარია. თავისი წიგნი მაჩუქა“. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის „დარტყმული იაპონელი“, ორი წლის შემდეგ, ლენონების წყვილის იდილიას ერთიანად წალეკავდა, ხოლო მისი „უაზრო წიგნის“ განმეორებითი ტირაჟი, ასეთი წინასიტყვაობით დაიბეჭდებოდა: „გამარჯობა, მე ჯონ ლენონი მქვია. მინდა იოკო ონო გაგაცნოთ“. ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ იოკომ ლენონი არა მხოლოდ ოჯახს, „ბითლზსაც“ წაართვა. ლენონმა მალე „ბითლზიც“ დატოვა. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს შვილი, შონი შეეძინა. “ბითლზის“ დატოვებას, კომერციულად ყველაზე წარმატებული და კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი სინგლი, „Imagine“, მოჰყვა. „როლინგ სტოუნის“ ჟურნალში „Imagine“-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. 1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. მალე ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარლად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ-ალბომებზე დევიდ ბოუისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას. ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო. მშვიდობისთვის ბრძოლა ონო-ლენონის ცხოვრების სტილად, თუ მიზნად იქცა. ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ფორმებს იღებდა. მაგალითად, გიბრალტარში დაქორწინებული წყვილის თაფლობის თვე, ტელეეთერის საშუალებით გაშუქდა - ეს რვადღიანი მწოლიარე საპროტესტო აქცია იყო! ამსტერდამის სასტუმრო „ჰილტონში“, საპრეზიდენტო აპარტამენტში დაბინავებულმა წყვილმა, ნამდვილი შოუ გამართა: ისინი უზარმაზარ საწოლში იწვნენ, თეთრი პიჟამოები ეცვათ, დილიდან დაღამებამდე ჟურნალისტებს ხვდებოდნენ, მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, იდეის უფრო ეფექტურ პროპაგანდას. საწოლის უკან, კედელზე ტრანსპარანტები გაეკრათ. მათზე დიდი ასოებით ეწერა: „ჯონს უყვარს იოკო“, „იოკოს უყვარს ჯონი“. ამ ისტორიას ჰეფი ენდი არ ჰქონია. 1980 წლის 8 დეკემბერს ჯონი მოკლეს. ლენონმა ახალგაზრდობაშივე თიტქოს იწინასწარმეტყველა სიკვდილი. ‘'ალბათ ვინმე სულით ავადმყოფი მომკლავს'' მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მან ყველა მცველი დაითხოვა. ჯონი სიცოცხლეს საკუთარმა ფანმა გამოასალმა და ამით იოკოსა და მის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა. ჯონის გარდაცვალების შემდეგ იოკო ჯონის სიტყვებს იხსენებდა: ‘'სიკვდილი არ არსებობს, ის ერთი მანქანიდან მეორეში გადასვლას გავსო.''

კომენტარები

მსგავსი სიახლეები