1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„მუსიკა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა“

ჩამოტვირთვა

ქუჩის მომღერალი, რომელიც არენბის ჟანრში სხვადსხვა სიმღერას რიგითი გამვლელებისთვის ასრულებდა უკვე ძალიან პოპულარული გახდა. მისი ვიდეო იუთუბიზეც ატვირთეს და ბევრი მსმენელის მოწონება დაიმსახურა. 49 წლის ჯეიმს პერსელი მუსიკალურმა პროდიუსერმა კენეტ უილიამსმა აღმოაჩინა. მისტერ პერსელის ნამღერი ინტერნეტში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. პერსელის ინტერვიუ უცხოურ გამოცემა დეილიმეილში დაიბეჭდა. ქუჩის მუსიკოსი აცხადებს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა. სიმღერა ფულის საშოვნელად დაიწყო. მისი ოცნებაა რომელიმე მუსიკალურ პროექტში მიიღოს მონაწილეობა და ნამღერი პროფესიონალებმა შეაფასონ. შეიძლება, მალე ყველაფერი შეიცვალოს - აცხადებს პერსელი. მას იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს და სოციალური მედიის საშუალებით ხმას პროფესიონალ პროდიუსერებს მიაწვდენს, რომლებიც ოცნების ასრულებაში დაეხმარებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები