1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 მარტს, პარასკევს, მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართება პუტინის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერი აქციები

 

აქციები ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს დაამთხვიეს. 

 

"დღესასწაული" სამი მთავარი ლოზუნგით გაიმართება - "Za Мир" (მშვიდობისთვის), "Za Россию" (რუსეთისთვის) და "Za президента" (პრეზიდენტისთვის).

 

შეგახსენებთ, რომ "Z" არის უკრაინაში შესული რუსული არმიის სიმბოლო. 

 

რუსული მედია წერს, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრებას მკაცრად სთხოვენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს. ღონისძიებაზე იმღერებენ რუსული ესტრადის მომღერლები, მათ შორის, ქართული ქარმოშობის მომღერალი გრეგორი ლეპსი. 

 

კომერსანტის წერს, რომ მოსკოვის ღონისძიებაზე, სავარაუდფოდ პუტინიც გამოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები