1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მივმართავ მადრიდში მცხოვრებ ქართველებს! მადრიდში ერთ სომეხს აქვს სომხური რესტორანი, სადაც ქართულ სამზარეულოს სომხურად წარმოაჩენს“

მადრიდში მდებარე რესტორანში ქართულ კერძებს  სომხურად ასაღებენ - ამის შესახებ ფეისბუქის ერთერთ ჯგუფში „მოგზაურთა კლუბში“  არა ერთი პოსტი დაიწერა.  ფაქტს ჯგუფში, სადაც 116 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 

 "მეგობრებო, შეიძლება იფიქროთ, ეს მოცლილი ვინ არისო, მაგრამ ერთი ამბავი ძალიან მაწუხებს. პირველ რიგში მივმართავ მადრიდში მცხოვრებ ქართველებს. ერთი სიტყვით, მადრიდში ერთ სომეხს აქვს სომხური რესტორანი "Gayane's Madrid", სადაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ქართულ სამზარეულოს, რომელიც, მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაციონალური სიამაყეა, სომხურად წარმოაჩენს. ამ ადამიანის ფბ-ზე რომ შეხვიდეთ, თვალებს არ დაუჯერებთ, ისეთ სისულელეებს როშავს. არადა, ფოტოებიდან ჩანს, რომ უცხოელი კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. ჰოდა, ვინც მადრიდში ხართ, იქნებ შეგევლოთ ერთი ამ რესტორანში. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ თავზე უნდა დაალეწოთ ყველაფერი. მაგრამ თუ ქართული კერძების სომხურად წარდგენა მართლაც ხდება უცხოელი სტუმრებისთვის, რაიმე ფორმით ხომ უნდა გავაპროტესტოთ?! არ ვიცი, ხომ არ შეიძლება, ყველაფერს წავუყრუოთ და ყველაფერი "დავიკიდოთ"?! პ.ს. გთხოვთ, მთელი სომეხი ერის ლანძღვას ნუ დაიწყებთ კომენტარებში. ჩემი პოსტის მიზანი ეს ნამდვილად არ არის,“- წერს თინათინ გველესიანი-მანალარი.

 აი რას წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი  მომხმარებელი  „მოგზაურთა კლუბში“:

"ამ ადამიანს ოდესმე ვინმე უშველის?! აუტანელია უკვე ... 
ესპანეთში მცხოვრებო ქართველებო დაუდექით მხარში საქართველოს და დაახურინეთ რესტორანი ან შეაცვლევინეთ აზრი ამ ადამიანს , მხოლოდ სამმა კაცმა გამოთქვა პრეტენზია. ამ კაცმა მთელი ესპანეთის სომხები ჩარია და ვერაფერს გახდნენ ჩვენები ...“

 

 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები