1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად  გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა.

სირიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა “მე-4 დონის განგაში”, რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო.

მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები