1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ერთადერთი, ვინც ამ პოლიტიკური კრიზისით იგებს რუსეთია”–სენატორი შაჰინი საქართველოს საკითხზე

ამ წუთებში ვაშინგტონში საქართველოს შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის საკითხს განიხილავენ. სხდომაზე პირველი განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა, რომელმაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით რუსეთი იმარჯვებს.

“ერთადერთი, ვინც ამ პოლიტიკური კრიზისით იგებს რუსეთია” თქვა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება. შესავალ სიტყვაში სენატორმა ასევე თქვა, რომ საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა. სენატრმა აქვე პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა დროული შეთანხმებისკენ.

“ყველა დღე, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები არის ცარიელი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანია. სწორედ ამიტომ, გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ ყველა მხარემ კრიზისი ასე გაახანგრძლივა”,- ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი კი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აქვე განმარტავს, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი ძალისხმევას არ იშურებს პროცესების დასტაბილურებისთვის და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაში.

“ელჩი კელი დეგნანი დაუღალავად მუშაობს, რათა საქართველოში მოხდეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. ჩვენ მზად ვართ კონგრესთან მუშაობისთვის, რათა ამ პროცესში როლი შევიტანოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად,”-აბობს ჯორჯ კენტი.

მან მოგვიანებით აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი როდესაც მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. მანამდე კენტმა აღნიშნა, რომ მელიას დაკავებით საქართველომ ნაბიჯი უკან გადადგა. აქვე ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დროულად უნდა მოხდეს და პროცესი საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

“რავინ არის უდანაშაულო ამ ვითარებაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს სურვილი და ინტერესი რომ მოხდეს შეთანხმება და წინსვლა, ისე როგორც ეს მოხდა 8 მარტს,”- ამბობს კენტი.

სენატში მიმდინარე სხდომაზე სენატორმა ჯიმ რიშმაც ისაუბრა. რესპუბლიკელი სენატორი ამბობს, რომ საქართველოში სამწუხარო პოლიტიკური პროცესები ვიათრდება და ქართველი ხალხი “უკეთესს” იმსახურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები